The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კაკულია

გურამ კაკულია
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენის" სამშენებლო სამმართველოში მებეტონეთა ბრიგადირად, ოსტატად; იყო "საქენერგოს" სამშენებლო ტრესტის თბილისის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1975 წლიდან ტრესტის მმართველად; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა სამშენებლო-სამრეწველო დანიშნულების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, როგორებიცაა თელავისა და მეტეხის აგურის ქარხნები, რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების გენერალური რეკონსტრუქცია; იყო საშენ მასალათა სამინისტროს კოლეგიის წევრი; მშენებელ-ტექნოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი (ქ. ბერლინი, გფრ); აწარმოებს სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს, ასევე, საქართველოს საშენი მასალების ექსპორტიორია საზღვარგარეთის ქვეყნებში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქველმოქმედო მოღვაწეობა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში, რომლის დასტურიცაა მარტვილის სოფ. ჯოლევში და რაჭაში აშენებული საეკლესიო კომპლექსები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

გააზიარე: