შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია მილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს და მოსკოვის საცხოვრებლის ტიპიური და ექსპერიმენტული პროექტების ცენტრალურ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 1989 წელს. 1982-1986წწ. მუშაობდა სოხუმში, "საქსახლკოლმშენპროექტის" აფხაზეთის და ს. ი. "საქსოფლმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალებში ჯერ არქიტექტორის, მერე უფროსი არქიტექტორის თანამდებობაზე. ამ პერიოდში მისი ავტორობით და თანაავტორობით შეიქმნა - ქ. სოხუმის ეთრზეთების ფაბრიკის, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუს საშუალო სკოლის, აბრსკილის მღვიმის ადმინისტრაციული შენობების გამწვანება - კეთილმოწყობის, ასევე სხვა პროექტები. 1995 წლიდან ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. თავდაპირველას საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე მუშაობს, სადაც ახლად შექმნილი "მწვანე მშენებლობის არქიტექტურის" სპეციალობისთვის შეადგინა სასწავლო გეგმები, პროგრამები და სალექციო კურსები მთელი რიგი დისციპლინებისთვის. 1996 წლიდან ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტში იწყებს მოღვაწეობას. აქ ჯერ მოწვეული პედაგოგის, ხოლო 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის ინტერიერისა და დიზაინის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე მუშაობს. 2006 წელს ის არქიტექტურის, ურბანისტიკია და დიზაინის ფაკულტეტზე სრული პროფესორის თანამდებობას იკავებს. 2007 წელს მ. მილაშვილი დაინიშნა არქიტექტურის, ურბანისტიკია და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის დეპარტამენტის უფროსად. პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ის აქტიურად განაგრძობს პრქტიკულ და შემოქმედებით მუშაობას არქიტექტურს დარგში, არის ავტორი მთელი რიგი არქიტექტორული პროექტებისა, მათ შორისაა: კ. ჩაჩავას სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის პროექტი და სხვ. არიტექტურის კანდიდატი(1995) წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.105-106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |