The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოშა კაკუშაძე

ალიოშა კაკუშაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კაკუშაძე
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1979  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს.

იყო ათობით ობიექტის უშუალო დამპროექტებელი, დაპროექტების მონაწილე და ხელმძღვანელი; როგორც მეცნიერსა და მკვლევარს, გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის არაერთი სახელმძრვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის და ათობით მნიშვნელოვანი მონოგრაფია, ძირითადად დრეკადობის თეორიაში; შესრულებული აქვს 50-ზე მეტი კვლევის სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიში მათი შედეგების წარმოებაში დანერგვით; წლების განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე, 60-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, კონსულტანტი; საქმიანი ურთიერთიობა ჰქონდა ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთისა და ბულგარეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან; იყო არაერთი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, 12 სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის (საბჭოთა კავშირის მასშტაბით) და რესპუბლიკური სამეცნიერო საბჭოს წევრი დაჯილდოებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტების მედლებითა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი, სამშენებლო მექა­ნიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი და­მაარსებელი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.273; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 480

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: