შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1936 წელს. 1935 წლიდან მუშაობდა საპროტესტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტში", პარალელურად იყო ინდუსტრიული ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის კათედრის ასისტენტი; 1949-1953წწ. II მსოფლიო ომის წლებში იბრძოდა ამიერკავკასიის ფრონტის 47-ე არმიის რიგებში; დემობილიზების შემდეგ მუშაობდა ვოლგა-დონის სანაოსნო არხის მშენებლობაზე; 1953-1956წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტებში "კოლხეთმშენსა" და 1956-1974წწ. "სამგორწყალმშენში" მთავარ ინჟინრად; 1974 წელს დაინიშნა საპროექტო-ტექნოლოგიური ტრესტის "ორგწყალმშენის" მმართველად; ხელმძღვანელობდა N7 (მდ. ვოლგის ფერდობი) და N11 (მდ. დონის ფერდობი) რაბების მშენებლობას; მონაწილეობდა კოლხეთის დაბლობის დაჭაობებული მიწების ათვისების სამუშაოებში, ქ. ფოთთან, მდ. რიონზე უნიკალური მარეგულირებელი ნაგებობის აგებასა და მწყობრში ჩაყენებაში. მიღებული აქვს მედალი "სამამულო ომში გამარჯვებისთვის". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.274 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |