The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე კალანდაძე

ელენე კალანდაძე
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1936  (89 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს.

მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტში" უფროს არქიტექტორად; მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"), სექტორის ხელმძღვანელად, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში ("საქმთავარძეგლთადაცვა") განყოფილების გამგედ; 1991-1997წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგის მოადგილე, სტუ-ს მეთოდური საბჭოს წევრი, ინსტიტუტის მეთოდკომისიის თავმჯდომარე; არის საერთაშორისო ღონისძიებების მონაწილე თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ერევანში, ბაქოსა და ტაშკენტში; მისი ნამუშევრებია: ტიპობრივი პროექტების კომპლექსური სერია სოფლად მშენებლობისათვის ამიერკავკასიაში - საბავშვო ბაგა-ბაღები (I პრემია), ახალგაზრდული ცენტრი თბილისში (ლ. მელიქიშვილთან ერთად - სპეციალური დიპლომი), ადმინისტრაციული შენობა ანასეულში, საბავშვო ბაგა-ბაღი (ტიპური პროექტები სხვადასხვა ტევადობის და ფუნქციური დატვირთვის) სოფლად მშენებლობისათვის ამიერკავკასიის და შუა აზიის რესპუბლიკების ტერიტორიულ ზონაში. არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი 1976 წლიდან.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.274

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე
  • არქიტექტორთა კავშირი, მდივანი
  • არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1970-)
  • ურბანისტიკის ასოციაცია, წევრი

გააზიარე: