The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან კალანდაძე

ლევან კალანდაძე
Date of birth:1916
Date of death:March, 1982  (at 66 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს.

1941-1947წწ. მუშაობდა გაერთიანება "საქენერგოში"; 1947-1963წწ. ახალშექმნილ სამშენებლო სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ქ. ქუთაისის N1 სამონტაჟო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად, ამავე სამმართველოს უფროსად; 1964 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N54 მექანიზებული კოლონის უფროსი; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები სომხეთსა და უკრაინაში, "ენგურჰესის" 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ხაზი სვანეთში, 250-კილოვოლტიანი "გლდანი-რუსთავი", 110-კილოვოლტიანი "რუსთავის მარჯვენა სანაპირო-ორხევი", ასევე, 500-კილოვოლტიანი "ნევინომინსკ-ვლადიკავკაზი", "გროზნო-ვლადიკავკაზი", "სტავროპოლ-სტავროპოლჰესი", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს N4 სამმართველოს სანატორიუმი "თბილისი" გაგრაში და სხვა; საპატიო ენერგეტიკოსი, დაჯილდოებული იყო რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.274-275

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: