The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კალანდია

გურამ კალანდია
Date of birth:14 February, 1935
Date of death:2013  (at 77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ხიდმშენში" ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსად, მმართველის მოადგილედ, მოგვიანებით, სააქციო საზოგადოება "ხიდმშენის" მთავარ ინჟინრად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და საექსპლუატაციოდ გადაეცა ვახხუშტის სახელობის ხიდი თბილისში, სარკინიგზო ხიდები მდინარეებზე - ნატანებსა და ძირულაზე, ე. წ. "წითელი ხიდი" საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და მრავალი სხვა; 1971-1973წწ. მივლინებული იყო ნეპალში ავტომაგისტრალ "ჯანაკპურ-სიმრას" მშენებლობის უფროსად; სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ პირველსავე დღეებში აქტიურად ჩაერთო მაშველი რაზმის შექმნისა და ლენინაკანისა და სპიტაკის მიწისძვრის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოებში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.275-276

Awards and Honors

  • ღირსების მედალი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: