The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკიფორე იმნაიშვილი

ნიკიფორე იმნაიშვილი
Other name:ი. ნ-რეს  (Pseudonym)
ნ-რე ი-სა  (Pseudonym)
ნე-ონის  (Pseudonym)
Date of birth:1888
Date of death:1 October, 1937  (at 49 years)
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ოზურგეთის მაზრა.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომის წინააღმდეგ მოწყობილ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში, რის გამოც დააპატიმრეს და ერთი თვით იჯდა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა პარტიაში მუშაობას; იყო რსდმპ ქუთაისის კომიტეტის მდივანი და ახალგაზრდათა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის გამოც 1906 წელს მეორედ დააპატიმრეს და სამი თვით იჯდა ციხეში ადმინისტრაციული წესით. 1907 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა გერმანიაში. სწავლობდა ჰალეს უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე; პარალელურად მუშაობდა რსდმპ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში, თანამშრომლობდა ქართულ პრესაში ფსევდონიმებით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1912 წელს, დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად მიხაილოვის (ხაშურის) გიმნაზიაში. მუშაობდა ადგილობრივ რკინიგზელთა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციაში. 1912 წელს ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველომ დააპატიმრა, მაგრამ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო მალევე გაათავისუფლა. კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1915 წელს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო გორის მუშათა და ჯარისკაცთა გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარე და რსდმპ გორის კომიტეტის ხელმძღვანელი; ასევე, რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო განათლების, საბიბლიოთეკო, საბიუჯეტო-საფინანსო და სარეგლამენტო კომისიების წევრი. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც აკრიტიკებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. დააპატიმრეს 1922 წლის 23 მაისს, 26 მაისისათვის დაგეგმილი დემონსტრაციების წინ პოლიტიკური ლიდერების მასობრივი დაპატიმრებების დროს. გათავისუფლების შემდეგ გაემგზავრა ბათუმში სამკურნალოდ, შემდგომ მცირე ხნით ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში და თბილისში დაბრუნდა 1923 წლის ზაფხულში, სადაც მალევე 1923 წლის 29 აგვისტოს დააპატიმრეს კონტრრევოლუციური არალეგალური საქმიანობის ბრალდებით. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე (სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად) გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. "პარიტეტული კომიტეტის პროცესზე", 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით. 1937 -1938 წლებში დიდი საბჭოთა ტერორის პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.256

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1919-)

Share: