The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათუნა ფეიქარი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების გამცემი (პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765). დათუნა ფეიქარს, რომლის ცოლი ძიძად იყო მეფის სასახლეში, დავალებული ჰქონდა მეფისა და სამეფო ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა. შეთქმულთა განზრახვა დათუნა ფეიქარმა მეფის კარის ეკლესიის მღვდელს გაანდო აღსარებაში, რომელმაც შეთქმულების ამბავი მეფეს შეატყობინა. გადმოცემით, გაწეული სამსახურისათვის ერეკლე II-მ დათუნა ფეიქარს აზნაურობა და ყორჩის (მცველის) სახელო უბოძა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.344


გააზიარე: