The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონა დოლიძე

სიმონა დოლიძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 1911  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ამაღლება, ოზურგეთის რაიონი.

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. მისი მამა ბათუმის ნავსადგურში მტვირთავების ასისთავად მუშაობდა. სოფლის ორკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ბათუმში გაემგზავრა და მამის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის ადგილზე დაიწყო მუშაობა. ბათუმში გაეცნო მარქსისტულ ლიტერატურას და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში; რევოლუციის დამარცხების შემდეგ დოლიძე ფირალად გავარდა და ტყეში გახიზნულ წითელრაზმელებს შეუერთდა. რევოლუციური კომიტეტის დავალებით მრავალი ტერორისტული აქტი და დავალება შეასრულა. მონაწილეობდა ლიანდაგების აყრაში, ძარცვავდა ბანკებს, ფოსტებსა და მატარებლებს. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ, როგორც უაღესად გულკეთილ, თავმდაბალ ადამიანს, თუმცა უსამართლობას რომ ნახავდა, პასუხის გაუცემლად არ დატოვებდა. სიმონა დოლიძის შესახებ არსებობს ხალხური ლექსი და სიმღერა.



გააზიარე: