Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერმალოზ კალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოჭოფა, ქუთაისის მაზრა. საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი 1905 წლიდან. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში ზეინკლად; მსახურობდა არმიაში რიგით ჯარისკაცად. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის ფამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი. 1917-1921 წლებში იყო საქართველოს სახალხო გვარდიის შორაპანის შტაბის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წელს დააპატიმრეს ქუთაისის პოლიტბიუროს განკარგულებით. 1923 წელს განაცხადა, რომ კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიასთან, რის გამოც დადებითი შეფასება მისცეს. ამ განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.264 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |