შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოწია კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სამტრედია, ქუთაისის მაზრა. საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც გაეცნო სოციალისტურ იდეებს და მეგობრობდა "მესამე დასელებთან". უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში; გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. სტუდენტობისას, 1904 წელს გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1905 წელს დააპატიმრეს 2 დღით ბაქოში პირველმაისობის არალეგალური აღნიშვნის გამო. სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ჩაერთო საქართველოში კოოპერატიული მოძრაობის განვითარებაში და მისი ერთ-ერთი ლიდერი და ამ საქმის პიონერიც გახდა; 1909 წელს გამოაქვეყნა წიგნი: "კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა". იყო სრულიად რუსეთის კოოპერაციული ბანკის (მოსკოვის სახალხო ბანკის) ამიერკავკასიის განყოფილების თავმჯდომარე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. 1920 წელს მიავლინეს ევროპაში ეკონომიკური მისიის ხელმძღვანელად; მისია მუშაობდა იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მონაწილეობდა ნაცისტური რეჟიმის დევნისაგან ებრაელების დაცვაში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.266 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |