The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოწია კანდელაკი

კოწია კანდელაკი
Legal name:კონსტანტინე კანდელაკი
Date of birth:14 May, 1883
Date of death:11 October, 1958  (at 75 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, ქ. პარიზი, საფრანგეთი
Category:Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა სამტრედია, ქუთაისის მაზრა. 

საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც გაეცნო სოციალისტურ იდეებს და მეგობრობდა "მესამე დასელებთან". უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში; გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

სტუდენტობისას, 1904 წელს გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1905 წელს დააპატიმრეს 2 დღით ბაქოში პირველმაისობის არალეგალური აღნიშვნის გამო. სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, ჩაერთო საქართველოში კოოპერატიული მოძრაობის განვითარებაში და მისი ერთ-ერთი ლიდერი და ამ საქმის პიონერიც გახდა; 1909 წელს გამოაქვეყნა წიგნი: "კოოპერაცია, თეორია, ისტორია და პრაქტიკა". იყო სრულიად რუსეთის კოოპერაციული ბანკის (მოსკოვის სახალხო ბანკის) ამიერკავკასიის განყოფილების თავმჯდომარე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. 1920 წელს მიავლინეს ევროპაში ეკონომიკური მისიის ხელმძღვანელად; მისია მუშაობდა იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში მონაწილეობდა ნაცისტური რეჟიმის დევნისაგან ებრაელების დაცვაში.

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.266

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

Bibliography


Share: