The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კალაძე

ვლადიმერ კალაძე
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1936  (88 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს.

1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" საამქროს უფროსად, ქ. ტაშკენტში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო რაზმის უფროსად, საპროექტო ინსტიტუტ "საკვებმრეწვსახპროექტის" პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე, N5 სახლსაშენი კომბინატის უფროსი; მონაწილეობდა თბილისის, ტიუმენის, გროზნოს და მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერის რაიონში საცხოვრებელი სახლების, კვარტალებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა სომხეთში მიწისძვრის შედეგთა ლიკვიდაციაში მონაწილე ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის მუშაობას, ჩერნობილის ავარიის შემდეგ ქ. სლავუტიჩში ე.წ. ქართული უბნის მშენებლობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.276

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, წევრი

გააზიარე: