The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ კანდელაკი

ავთანდილ კანდელაკი
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს.

1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, N1 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; 1973-1986წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოსა და კიროვის (ამჟამად, კრწანისის რაიონის გამგეობა) რაისაბჭოს აღმასკომს; 1986-1996წწ. მუშაობდა ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" მთავარ ინჟინრად, გენერალურ დირექტორად; 1996 წელს დაინიშნა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში პროექტირებისა და მშენებლობის კოორდინატორად; 1997 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მშენებლობის მონიტორინგის სამსახურს; ხელმძღვანელობდა თურქეთის ქალაქ იზმირში სამშენებლო პავილიონის, თბილისის სპორტის სასახლის, ბორის პაიჭაძის სახელობის თბილისის სტადიონის, სასტუმრო "ივერიის" სამშენებლო ნაკეთობებითა და კონსტრუქციებით უზრუნველყოფას; მონაწილეობდა "ბაქო-თბილისი-სუფსის", "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენისა და "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" გაზსადენის პროექტირება-მშენებლობაში; არის საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი; დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით, მიღებული აქვს "2002 წლის ინჟინრის" საპატიო წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.277; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის და სუფსის სახმელეთო ტერმინალის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე განხორციელებისათვის, მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის,თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: