Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისისა და მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტებში; გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური არქიტექტორიდან მთავარ არქიტექტორამდე; 1964-1973წწ. მუშაობდა სახვითი ხელოვნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსად; 1973-1986წწ. საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" დირექტორის მოადგილედ, მთავარ არქიტექტორად; 1959 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში; მონაწილეობდა 40-მდე საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი შენობისა და მემორიალური ძეგლების დაპროექტებაში; იყო ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის საფლავის ქვების (სვეტიცხოვლის ტაძარში), ვახტანგ გორგასლისა (თბილისში) და ერეკლე II-ის ძეგლების (თელავში) არქიტექტურული ნაწილის ავტორი; შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების აზომვები, 100-ზე მეტი დიდი თუ მცირე ობიექტის პროექტის ექსპერტიზა; რესპუბლიკურ კონკურსებში მისი მონაწილეობა არაერთხელ აღინიშნა პრემიით; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სამეცნიერო საბჭოსა და სახელმწიფო საატესტაციო კომისიის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.277 -278; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 513; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.186 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |