The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ინწკირველი

პავლე ინწკირველი
დაბადების თარიღი:29 თებერვალი, 1917
გარდაცვ. თარიღი:1987  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

1936 წელს შევიდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში, ხოლო 1939 წელს გადავიდა შოთა რუსთაველის  სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1941 წელს.

იგი სხვადასხვა წელს მუშაობდა ცხინვალის, ბათუმისა და  მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში; იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე, აკ. ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დირექტოორი. დრამატული თეატრის სცენაზე მას განსახიერებული აქვს მრავალი თვალსაჩინო სახე, აღსანიშნავია: არჩილი (გ. ერისთავის "ძუნწი"), ლევან ხიზანიშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მგელიკა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ახალგაზრდა სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ონისე (ს. შანშიაშვილის "ხევისბერის გოჩა"),  კახი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"),  პროტასოვი (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლეონარდო (ფ. გარსია ლორკას "სისიხლიანი ქორწილი"), ფერდინადი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "თხუნელა" (1962), "ანარეკლი" (1974).

წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.26-27

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: