The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ მოსეშვული

თამარ მოსეშვული
Date of birth:1958  (67 years)
Category:Engineer, Scientist, Technologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი

დაამთავრა ქუთაისის  პოლიტექნიკური ინსტიტუტის საფეიქრო ფაკულტეტი 1979 წელს და მოსკოვის ს. კოსიგინის სახ. საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1986 წელს.

1979-1982წწ. მუშაობდა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო -კვლევითი სამუშაოების განყოფილებაში უფროს ლაბორანტად, 1983-1986წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, 1990-2006წწ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საფეიქრო მრეწველობის კათედრაზე ეკავა დოცენტის თანამდებობა, 2006 წლიდან  საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, გამოყენებითი დიზაინის, ტექსტილისა და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია.  მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის. 1997 წლიდან  არის არასამთავრობო ორგანიზაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის "სპექტრის" აღმასრულებელი დირექტორი, ხელმძღვანელობს  ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებს. ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1986), ასოცირებული პროფესორი (2014).

საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "უგრეხი რთვის ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიური ბოჭკოების და მათი ნაზავებისათვის".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.113-114; atsu.edu.ge

Bibliography


Share: