შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მსხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ფაკულტეტი 1980 წელს და სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1994 წელს. 1980-1991წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1992 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ მასწავლებელი; საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და იყო ჯერ ასოცირებული პროფესორი, მერე კი პროფესორი; არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 1995 წლიდან სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში მუშაობს, როგორც მოწვეული სპეციალისტი; არის შპს "მშენექსპერტის" ტექნიკური მენეჯერი; ავტორია 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორის: 10 სახელმძღვანელოს სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2-ის პროფესიულ-ტექნიკური განათლებისკოლეჯებისთვის, 2-ის პროფესიულ-საკვალიფიკაციო ცენტრის სამშენებლო სპეციალობებისათვის; ასევე 3 მეთოდური მითითების, 4 დამხმარე და 1 სახელმძღვანელო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის; ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორი, ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადსხვა სამშენებლო ფირმასთან. არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიწვეული ექსპერტი, სამშენებლო აკადემიის მრჩეველი, ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. სადისერტაციო თემა - "ნაგებობათა ღუნვადი ელემენტების გაძლიერების ახალი ტიპის შპენგელური კონსტრუქციების მონტაჟის ტექნოლოგია". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 114-115; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 205-206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |