The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუჭუტა კანდელაკი

ბუჭუტა კანდელაკი
ოფიციალური სახელი:თენგიზ კანდელაკი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:1994  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს.

1941-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1947-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფმშენსახპროექტის" ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1966-1967წწ. იყო რესპუბლიკური გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1967-1974წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველი, მინისტრის მოადგილე; 1974-1984წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" თავმჯდომარედ; დიდია მისი დამსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში, როგორებიცაა: კოდის, გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკები, კორბოულის და აბაშის მეცხოველეობის კომპლექსები, კრწანისისა და კინდღის სასათბურე მეურნეობები, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები, ასევე სამრეწველო დანიშნულების ობიექტები; დაჯილდოებულია რამდენიმე საბრძოლო და შრომითი დამსახურების მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.278

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: