შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქართლოს კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შაშიანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1966 წელს. 1966 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამსენებლო სარემონტო ტრესტის სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1974-1981წწ. მუშაობდა ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სამშენებლო სამმართველოს უფროსად და საბინაო სამმართველოს უფროსად; 1998 წლიდან შპს "თბილმშენის" მთავარი ინჟინერია; ხელმძღვანელობდა ქ. თბილისში მაღლივი საცხოვრებელი სახლების, კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს ძველი თბილისის უბნებში: კიბალჩიჩის აღმართზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლესელიძის ქუჩაზე და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |