შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1995 წლიდან სს "ჭიათურმშენის" გენერალური დირექტორია; მისი ხელმძღვანელობით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში აშენდა აგლომერაციის კომპლექსი და იაპონური სისტემის ღუმელები, ასევე, ჭიათურის "მარგანტრესტის" გამამდიდრებელი ფაბრიკა, საჩხერის ბამბის სართავი კომბინატი, საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები; სხვადასხვა დროს არჩეული იყო ჭიათურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით და საიუბილეო მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.314 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |