შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ბასილია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1970 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «ადიგენზე»; ერთხანს პროფესიის შეცვლა და იურისტობა გადაწყვიტა, დაუსწრებლად სწავლობდა კიდეც კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მაინც ზღვის სიყვარულმა გადასძალა და ისიც "ზღვას შემორჩა", თეორიული ცოდნის მისაღებად კი ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მომდევნო წლებში გემთმექანიკოსად ცურავდა შორეული ნაოსნობის გემებზე: «Александр Корнейчук» -სა და «Давид Бакрадзе»-ზე, 1988 წელს კი ხორვატიის სპლიტის გემთსაშენში სერგო ბასილიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი ტანკერის - «Григорий Орджоникидзе»-ს მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში. 1990 წელს, უკვე გამოცდილმა გემთ ინჟინერმა საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო და 1995 წლამდე ტანზანიაში მოქმედი სანაოსნო კომპანიის წყალქვეშა ფრთიანი სამგზავრო გემების «Kitmir»-ისა და «Alamdar»-ის უფროსი მექანიკოსის მოვალეობებს ასრულებდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სერგო ბასილია სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის: "Queensway Navigation"-ის, "ABC Maritime"-ს, "Columbia Shipmanagement"-ისა და "Eastwind"-ის გემებზე, ძირითადად ყოფილ «Давид Бакрадзе»-ზე, იმჟამად უკვე სახელებ გადარქმეულ «Bakradze»-ზე, მოგვიანებით «Lake Lisi»-ზე და «Amundsen Wind»-ზე საქმიანობდა. 2010 წლიდან შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად ცურავდა იგი ტანკერებზე «Veres»-ი და «Stacia» (ყოფილი «გ. ორჯონიკიძე»), ბალკერზე «B India» (2011), კვლავ ტანკერებზე: «Kristen», «Hamon», «Tamar» და სხვა. შორეული ნაოსნობის გემების მოქმედი უფროსი ინჟინერ-გემთმექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |