The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ენვერ კაპბა

ენვერ კაპბა
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:2007  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს.

1962-1967 წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად ქ. გაგრაში და ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1967-1969წწ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1970-1975წწ. იყო ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების კომპლექსის საკავშირო მნიშვნელობის საკურორტო გაერთიანების დოქტორი; 1975-1980წწ. - საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს მდივანი; 1980 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1986 წელს გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების განყოფილების გამგედ; 1980-1990წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ს სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების გამგე; 1990 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.280


გააზიარე: