შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნია ნათბილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს და ასპირანტურა 1990 წელს. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იყო სახელობითი სტიპენდიატი, 1987 წელს ქ. პრაღაში, ჯერ კიდევ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში ელექტროტექნიკის დარგში და აღნიშნული კონკურსის ლაურიატი გახდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აგრძელებს აქტიურ სამეციერო-კვლევით საქმიანობას, დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია; 1994-1997წწ. მოსკოვის მექანიკა-მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია და მუშაობს რობოტოტექნიკის საკითხებზე; 1999 წლიდან უბრუნდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მუშაობას იწყებს პოლიგრაფია-კომპიუტერული გრაფიკის კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო შემდეგ ასოცირებულ პროფესორად; სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასევე დარგობრივი ლიტერატურული კომისიის წევრი, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი (მდივანი); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 122-123; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |