The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნია ნათბილაძე

ნია ნათბილაძე
Date of birth:28 February, 1966  (60 years)
Category:Engineer, Mechanical Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1988 წელს და ასპირანტურა 1990 წელს.

ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იყო სახელობითი სტიპენდიატი, 1987 წელს ქ. პრაღაში, ჯერ კიდევ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსში ელექტროტექნიკის დარგში და აღნიშნული კონკურსის ლაურიატი გახდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ აგრძელებს აქტიურ სამეციერო-კვლევით საქმიანობას, დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია; 1994-1997წწ. მოსკოვის მექანიკა-მათემატიკის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია და მუშაობს რობოტოტექნიკის საკითხებზე; 1999 წლიდან უბრუნდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მუშაობას იწყებს პოლიგრაფია-კომპიუტერული გრაფიკის კათედრაზე ჯერ დოცენტად, ხოლო შემდეგ ასოცირებულ პროფესორად; სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ასევე დარგობრივი ლიტერატურული კომისიის წევრი, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი (მდივანი); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 122-123; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ვებგვერდი: my.gtu.ge


Share: