The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩაჩანიძე

გიორგი ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1989 წელს.

1993-1994წწ. მუშაობდა ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში ხატვის წრის ხელმძღვანელად; 1994-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის ხატვის მასწავლევლად, ამავე კათედრის დოცენტი (2005), ასოცირებული პროფესორი (2006); 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ხატვის მიმართულებაზე ხატვის პედაგოგად. 2014 წლიდან ამავე აკადემიის პროფესორია. პერსონალური გამოფენები: გალერეა უნივერსი (2004), საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა (2010), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჰოლი (2014), დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა (2024). 1993 წლიდან მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში.1990 წლიდან თანამშრომლობს მხატვარ-ილუსტრატორად შემდეგ გამომცემლობებთან: ჩვენი მწერლობა, ომეგა, კრიმინალური ქრონიკა, დროშა, დილა, ბაკმი. 2009 წელს დასახელდა ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" წლის საუკეთესო მხატვრად. 2020 წელს იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის პრემიის მოსაპოვებლად.  2021 წელს გახდა ლაურეატი ნომინაციაში :  საუკეთესო ილუსტრაციები მხატვრული ლიტერატურისთვის წმინდა ტექსტები, ახალი აღთქმა, Vita Nova. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველო, გერმანია, რუსეთი, იტალია, ჰოლანდია.

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი https://art.gov.ge/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1997-)

გააზიარე: