შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოლა კაციაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომი, გორის მაზრა. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. 1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციაში"; ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ეწეოდა მეურნეობას; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი. 1907 წელს აირჩიეს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან; მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის დებულების 100-ე და 102-ე მუხლებით, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. იგი იჯდა პეტერბურგის ციხეში, სადაც ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა და ცხოვრობდა საკუთარ სოფელში, ქვემო-გომში პოლიციის საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.267 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |