The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ებრალიძე

ალექსანდრე ებრალიძე
Date of birth:20 June, 1955  (69 years)
Category:Businessmen

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი, მეცენატი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1971 წელს გადასახლდა რუსეთში. საბაზისო განათლება – ისტორიული – მიიღო რუსეთის ა. ი. ჰერცენის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში; მეორე განათლება – იურიდიული – მიღებული აქვს სანქტ-პეტერბურგის იურიდიულ აკადემიაში. 1992 წელს დააარსა ღსს "ჰუმანიტარული და საქმიანი თანამშრომლობის ცენტრი", შემდგომში ღსს "ტალიონი", რომლის გენერალური დირექტორია. კომპანია დაკავებულია დეველოპერული, სარესტორნო, ტურისტული და გამომცემლობითი საქმიანობით. წარმატებით განახორციელა სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრის შენობების რეკონსტრუქციისა და აღდგენის, მათ შორის ელისეევის სახლისა და შერემეტიევოს სასახლის, პროექტები, აქტიურადაა დაკავებული ოსტერმან-ტოლსტოის სასახლის რეკონსტრუქციით. ყველა რეკონსტრუირებულმა შენობამ სრულად შეინარჩუნა თავისი ისტორიული არქიტექტურა და ინტერიერი. ტვერის რაიონის ქ. ტორჟოკში დააარსა ხე-ტყის გადამამუშავებელი ინოვაციური საწარმო LVL -პანელების წარმოებისათვის. სრულიად რუსეთის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის "ალექსანდრე ნეველის" დამფუძნებელი; სანქტ-პეტერბურგის ცენტრში პეტრე ბაგრატიონისათვის ძეგლის დადგმის ინიციატორი და სპონსორი; 2009 წელს დააარსა ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, რომლის ოფიციალურ მიმართვაში დეკლარირებულია საქართველოს კრიზისული მდგომარეობიდან გაყვანა სტაბილური დემოკრატიული განვითარების გზაზე. 2009 წლის 14 მაისს ქართველ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე სოჭში განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, დაიწყოს ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის პოსტისთვის. დაგეგმილი აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ისტორიულ სამშობლოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, მათ შორის გაზეთის გამოშვება, რადიოსადგურისა და ტელევიზიის გახსნა საქართველოში.

წყარო: საქმიანი პეტერბურგიwhoiswho.dp.ru

Member of Organizations

  • ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი, პრეზიდენტი (2009-)

Share: