შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეგარსლან ბაკურციხელი![]()
ბიოგრაფიაXIII საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. მონღოლებმა ის ერთ-ერთ დუმნის (ჰერეთ-კახეთი და მის აღმოსავლეთით მდებარე თემები შემახიის მთებამდე) უფროსად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთვის შეთქმულებაში. ჟამთააღმწერლის დახასიათებით ეგარსლან ბაკურციხელი იყო "არა ნიჭთა მქონებელი სამჴ[ედ]როთა" და "მჴედრობის წესთაგან ცარიელი". ამავე დროს იგი "ღრმად მოუბარი" კაცი ყოფილა, რისი წყალობითაც მალე დაწინაურებულა და დიდი გავლენა მოუპოვებია. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დავით რუსუდანის ძე მონღოლეთში დიდი ყაენის კარზე იმყოფებოდა, ხოლო დავით ლაშას ძე მცირე აზიაში იყო დატყვევებული, ეგარსლან ბაკურციხელმა მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა. ამის გამო მის წინააღმდეგ ამხედრდნენ ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებმაც ეგარსლან ბაკურციხელი ჩამოაშორეს პოლიტიკურ ასპარეზს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია : ტ. 2.-თბ., 2012.-გვ.532
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |