The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეგარსლან ბაკურციხელი

Date of birth:12??
Date of death:12??
Category:Politician

Biography

XIII საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. მონღოლებმა ის ერთ-ერთ დუმნის (ჰერეთ-კახეთი და მის აღმოსავლეთით მდებარე თემები შემახიის მთებამდე) უფროსად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთვის შეთქმულებაში. ჟამთააღმწერლის დახასიათებით ეგარსლან ბაკურციხელი იყო "არა ნიჭთა მქონებელი სამჴ[ედ]როთა" და "მჴედრობის წესთაგან ცარიელი". ამავე დროს იგი "ღრმად მოუბარი" კაცი ყოფილა, რისი წყალობითაც მალე დაწინაურებულა და დიდი გავლენა მოუპოვებია. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დავით რუსუდანის ძე მონღოლეთში დიდი ყაენის კარზე იმყოფებოდა, ხოლო დავით ლაშას ძე მცირე აზიაში იყო დატყვევებული, ეგარსლან ბაკურციხელმა მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა. ამის გამო მის წინააღმდეგ ამხედრდნენ ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებმაც ეგარსლან ბაკურციხელი ჩამოაშორეს პოლიტიკურ ასპარეზს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია : ტ. 2.-თბ., 2012.-გვ.532 


Share: