შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური კასრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალიბით 1936 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობითა და ავტორობით დაპროექტდა "საქენერგოს" ადმინისტრაციული შენობა, ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი, იპოდრომი (თბილისში), 250-ადგილიანი სასტუმრო ქ. თბილისის აეროპორტში, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო "ინტურისტი" და სპორტკომპლექსი გორში, კულტურის სახლი ონში, საჭიდაო დარბაზები კასპსა და საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლები და სოციალური დანიშნულების ობიექტები თბილისში; იყო 1951-1953წწ. მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამამულო ომის მონაწილე; მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.281-282 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |