The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კაციტაძე

ვლადიმერ კაციტაძე
Date of birth:1905  (120 years)
Date of death:19??
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კრასნოკუტსკი, ხარკოვის ოლქი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინდუსტრიული ფაკულტეტი მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1929 წელს.

1926-1953წწ. მუშაობდა ჩუსოვსკის (პერმის რკინიგზა) ხიდმშენებელ ქარხანაში, "თურქესტან-ციმბირის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე საძიებო პარტიის უფროსად, "ერევან-ახტის" რკინიგზის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, ტრესტ "თბილწყალკანალის" საპროექტო განყოფილების უფროს ინჟინრად, სევანის რკინიგზის უბნის მშენებლობის უფროსად, საპროექტო ინსტიტუტ "კავტრანსპროექტის" სამხედრო-აღმდგენი სამუშაოების სამმართველოს განყოფილების უფროსად, აღმდგენი სამუშაოების მთავარ ინჟინრად და სალიანდაგო სამსახურის უფროსის მოადგილედ ბელორუსიაში, "გუდერმეს-მახაჩკალისა" და "ადლერ-გაგრის" ტიტულების უფროსად, ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სამშენებლო კანტორის უფროსად; იყო დირექტორ-პოდპოლკოვნიკი, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; შრომითი საქმიანობის ბოლო პერიოდში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილმეტროპროექტში", სადაც წლების მანძილზე პროექტირების ბიუროს ხელმძღვანელობდა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.282

Awards and Honors

  • მედალი "ბერლინის აღებისთვის"
  • მედალი "ვარშავის განთავისუფლებისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Share: