The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ კაჭარავა

ვახტანგ კაჭარავა
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1959 წლიდან მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მთავარი კორპუსის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად; 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N11 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად (დიღმის მასივის მშენებლობაზე); 1963 წელს საქართველოს სსრ სახალხო მეურეობის საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოში მუშაობდა უფროს ინჟინრად; 1964 წელს კი საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში მშენებლობის მთავარ სპეციალისტად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა მადლეულის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენში" განყოფილების უფროსად; 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის N14 მოძრავი მექანიზებული კოლონის მთავარ ინჟინრად, ხოლო 1972-1995წწ. N39-ე მოძრავი მექანიზებული კოლონის უფროსად; მისი მონაწილეობდა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა რკინაბეტონის ქარხნები იორზე და ნოსირში, ექვსი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი სართიჭალაში, რამდენიმე სკოლა საგარეჯოს რაიონში, მაგისტრალური წყალსადენი მცხეთისა და კასპის რაიონებში, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის კომპლექსები კოდაში, სართიჭალასა და საგარეჯოში, ტრესტ "საქნავთობის" N7 საწარმოო ბაზა ვაზიანში; 1991 წელს აქტიურად მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერის რაიონის სოფლების აღდგენა-რეაბილიტაციაში; 2002-2006წწ. მუშაობდა "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენის მშენებლობაზე ზედამმხედველის (სუპერვაიზერის) თანამდებობაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.282-283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: