შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ კაჭკაჭიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" ბორჯომის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბორჯომის N12 სამშენებლო ტრესტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის N5 სამშენებლო ტრესტის N31 მოძრავ-მექანიზებული კოლონაში (ინჟინრად, მთავარ ინჟინრად); 1984-1986წწ. ხელმძღვანელობდა იმავე ტრესტის ასპინძის მოძრავ-მექანიზებულ კოლონას; 1986-1988წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1988-1995წწ. - თავმჯდომარე; 1995 წლიდან "საქსოფმშენკომპლექსის" სამმართველოს უფროსი იყო; მონაწილეობდა სანატორიუმების "ბორჯომ-ლიკანის" (III კორპუსის) და "ბორჯომის", ბორჯომში სასტუმრო "თბილისის", ბაკურიანისა და წაღვერში კულტურულ-საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობების, ქვიშხეთის და ახალდაბის საკონსერვო ქარხნების, კინოთეატრის და რიგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო საქართველოს მშენებელთა კავშირის ბორჯომის ფილიალის ხელმძღვანელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |