შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონდო კახეთელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1956 წელს. 1957-1967წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციასა (დაღესტანი, ჩეჩნეთ-ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, სტავროპოლის მხარე) და უკრაინაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, საქართველოში - სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" სხვადასხვა სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1968 წელს მივლინებულ იქნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ასუანის კაშხლისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე; იყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქსოფლელქტრომშენის" მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი და უფროსი; უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - ქართლში, რაჭაში, სვანეთში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში მცირე ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და ასევე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს აფხაზეთში (კონფლიქტის საომარი მოქმედების დროს); 1996-1999წწ. მუშაობდა სათბობენერგეტიკის სამინისტროს სააქციო საზოგადოება "ელექტროგადაცემის" N4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; მიღებული ჰქონდა არაერთი სახელმწიფო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.283-284 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |