The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ კახიძე

თენგიზ კახიძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2007  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს.

1957-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოლოგიის სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1961-1971წწ. სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" თბილისის საწარმოო კომბინატში ცვლის ოსტატად, წარმოების უფროსად; 1971-1973წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სახლსაშენ კომბინატის მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქკვებმრეწვის" მექანიზებულ კომბინატს, იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N15 სამშენებლო ტრესტის საშენ მასალათა სამმართველოს მთავარი ინჟინერი (1975 წლამდე), სამშენებლო გაერთიანება "საქჰიდროენერგომშენის" საწარმოო კომბინატის ჯერ მთავარი ინჟინერი, ხოლო შემდეგ დირექტორი; 1985 წელს დაინიშნა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს მშენებარე შენობა-ნაგებობების დირექციის დირექტორად; 1989 წელს ამავე სამინისტროს არამადნეული მასალების მომპოვებელი და გამამდიდრებელი და გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორად; აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების ("ზაჰეს-ნატახტრის" საგზაო მონაკვეთის, თბილისის, გორის, ცხინვალის, სოხუმის ასაქცევი გზებისა და გაგრის ასავლელი საავტომობილო მაგისტრალის გვირაბების) მშენებლობაში; იყო საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.284-285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა და ენერგეტიკოსთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: