შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნაოზ კახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს. 1942-1966წწ. მუშაობდა საავტომობილო გზების საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტში"; 1966-1967წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო ტრესტში მთავარ ინჟინრად; 1967-1989წწ. საქართველოს სავტომობილო გზების მინისტრის პირველ მოადგილედ; 1956-1965წწ. მივლინებული იყო ავღანეთში, სადაც ხელმძღვანელობდა საავტომობილო გზების დაპროექტებასა და მშენებლობას; მისი ხელმძღვანელობით და ავტორობით დაპროექტდა საავტომობილო გზები, ხიდები, გვირაბები არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთში, უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიისა და შუა აზიის რესპუბლიკებში; მონაწილეობდა საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებში ახალი ტექნიკური მიღწევების ათვისებისა და დანერგვის საკითხებზე; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის სადიპლომო კომისიის თავმჯდომარე, არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.285 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |