Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ კახნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1972წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინერ-კონსტრუქტორად, საპროექტო განყოფილების უფროსად; 1972-1973წწ. სამშენებლო ტრესტ "თბილგვირაბმშენში" მთავარი მექანიკოსის განყოფილების ინჟინრად; ამავე ორგანიზაციაში N213 სამშენებლო-სამონტაჟო მატარებლის პარტბიუროს მდივნად; 1973-1977წწ. იყო საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1977-1982წწ. საართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1982-1985წწ. თბილისის კალინინის (ამჟამად მთაწმინდის) რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1985-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1995წწ. იყო თბილისის პრეფექტურის საქმეთა მმართველი, თბილისის მერის მოადგილე, საბინაო საკითხთა გაერთიანების უფროსი; 1995-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან თანამშრომლობის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის თანაშემწე; 1997-2004წწ. საწესდებო ორგანოებთან თანამშრომლობის განყოფილების გამგე; 2005 წლიდან იყო თბილისის "წყალკანალის" სამეურნეო და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი; ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი; მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი; არის არაერთი საწარმოო და სამოქალაქო ობიექტის პროექტის ავტორი; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით; არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდის გაზეთ "აღმშენებლობის მემატიანეს" პასუხისმგებელი მდივანი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.285-286 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |