შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს და ასპირანტურა 1970 წელს. 1964 წელს თბილისის საშენ მასალათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ცეცხლგამძლე მასალების ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. 1967-1970წწ. სწავლობდა ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს ისევ ლაბორატორიაში გააგრძელა მუშაობა, ჯერ იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მერე უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1998-2001წწ. ნ. ნიჟარაძეს ლაბორატორიის უფროსის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგიის კათედრაზე მუშაობს და ამ კათედრის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათგან 12 გამოგონებაა, რამდენიმე მათგანი დანერგილია წარმოებაში. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1973). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კაოლინის ბაზაზე სილიკოთემიტული მეთოდით ცეცხლგამძლეების მიღება და კვლევა". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.126-128 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |