Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლავრენტი კიღურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვანისქედი, ოზურგეთის მაზრა. სწავლობდა იურიევის (ქ. ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა სწავლა და დაბრუნდა სამშობლოში. 1905 წლის დასაწყისიდან ცხოვრობდა ბათუმში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს. აქტიურად ჩაება 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში ქალაქ სოხუმში. რევოლუციის დამარცხებისა და მეფის რეჟიმის მიერ საპასუხო რეპრესიების დაწყების შემდეგ 1906 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. ერთი თვის განმავლობაში იჯდა სოხუმის ციხეში. 1909 წელს კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ტუბერკულიოზით დაავადებული დაბრუნდა. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იყო ქალაქ ფოთის საბჭოს ხმოსნად და საბჭოს თავმჯდომარედ. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.276 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |