The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა სამსონია

ნანა სამსონია
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი და მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს.

მუშაობდა საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში ინჟინერ-ტექნოლოგად. 1968 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის ასისტენტი; 1980 წლიდან - დოცენტი; 1968-1972წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1973), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006). ხელმძღვანელობს ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სასწავლო სამეცნიერო მიმართულებას, ამზადებს ინჟინერ-ეკონომისტებს. გამოსცა ენერგეტიკის ეკონომიკის დაგეგმვისა და მენეჯმენტის, საბაზრო ეკონომიკის, ენერგეტიკის ფინანსების მენეჯმენტის და სხვ. სახელმძღვანელოები. მისი თანაავტორობით 2003 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოს "სათბობენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა ეკონომიკა" მიენიჭა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითდი მიმართულებები: ენერგეტიკის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა, ენერგიის წარმოების ეფექტიანობის სრულყოფა და ენერგიის მომარაგება-გასაღების მარკეტინგი და მენეჯმენტი, ენერგეტიკის ფინანსები და საფინანსო მენეჯმენტი. მონაწილეობს "ნოუ-ჰაუს" ფონდის პროექტებში. მისი მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ევროპულ სწავლებაზე გადასვლის გეგმები და პროგრამები. შექმნა ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "შრომის მეცნიერული ორგანიზაციის საკითხები". 

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.133-134; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.296

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (2005-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: