The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან კედია

ვალერიან კედია
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1911
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1968  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1932 წელს.

1931-1933წწ. მუშაობდა პედაგოგად საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1933-1938წწ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში დოცენტად არქიტექტურის კათედრაზე; სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებებში ჯგუფის ხელმძღვანელად და ა. შ.; მისი ნამუშევრებია (დაგეგმარების პროექტები) - ზესტაფონის ცენტრის რეკონსტრუქცია, ჩხოროწყუს, ბოლნისის, ნატანების, რუსთავის მარცხენა ნაპირის, კურორტ წყალტუბოს, ბაკურიანის; დეტალური დაგეგმარება და განაშენიანება - ფოთის, წყალტუბოს, ბაკურიანის; სასტუმროები - ხონში, ლანჩხუთში, 315 ადგილზე ბაკურიანში; კულტურულ-დასასვენებელი სახლები ფოთში, ბაკურიანში; სანატორიუმები - გაგრაში, საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს თანამშრომლებისათვის, მეტალურგების, უსინათლოთა საზოგადოების, გეოლოგების სამმართველოს - წყალტუბოში, ცაიშში; მუზეუმი ვარძიაში, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი თბილისში, თავისუფლების მოედნის რეკონსტრუქცია, ჰიდროტექნიკის და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რეკონსტრუქცია თბილისში, საუნივერსიტეტო კომპლექსი თბილისში (I პრემია), 200-ადგილიანი N9 სააბაზანო წყალტუბოში და სხვა; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.286

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი (1934-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: