შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ კეკენაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იქსისი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975-1992წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" ინჟინერ-კონსტრუქტორად გვირაბების განყოფილებაში; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მიწისქვეშა სამშენებლო სამონტაჟო ტრესტის: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ, ტრესტის მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1992 წლიდან სააქციო საზოგადოება "თბილქალაქმშენის" ფილიალის დირექტორად; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის ბინათმშენებლობის, საყოფაცხოვრებო, კულტსაგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობის საქმეში; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა და კეთილმოეწყო ქ. თბილისის საცხოვრებელი მიკრორაიონები: გლდანი, ვაზისუბანი, ვარკეთილი, ვაშლიჯვარი, მუხიანი, ნუცუბიძის ფერდობი, დიდი დიღომი და სხვა; 1986-1988წწ. მონაწილეობა აქვს მიღებული ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიასთან დაკავშირებულ აღდგენით სამუშაოებში; 1991 წელს მიწისძვრით დაზიანებული რაიონების დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.286-287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |