შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავლოტი კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარავნები, ონის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამიმოსვლო გზების ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1936 წელს. 1936-194622. მუშაობდა ამიერკავკასიის სალიანდაგო მშენებლობის ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნისა და თბილისის დისტანციის უფროსად; 1946-1959წწ. იყო თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის და 1959 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დოცენტი, პროფესორი, გრუნტების მექანიკისა და ფუძე-საძირკვლების კათედრის გამგე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; არის 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილი 5 სახელმძღვანელოს ავტორი, სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, გრუნტების მექანიკისა და საძირკვლების მშენებლობის საერთაშორისო საზოგადოების ასოციაციის წევრი და სადიპლომო კომისიის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.287 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |