The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ კერესელიძე

სოლომონ კერესელიძე
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1995  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1971 წელს.

1957-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სსამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N10 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1982-1984წწ. N14 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1984-1990წწ. თბილისის N1 სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად; 1990-1995წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო-სარემონტო ტრესტ "ავტოტრანსმრეწვმშენს"; მონაწილეობდა თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, როგორებიცაა სასტუმრო "საქართველო" და სასტუმრო "ივერია", სპორტის სასახლე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.287


გააზიარე: