The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრეი ლოსკუტოვი

ანდრეი ლოსკუტოვი
დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1937  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში: იყო "ცეკავშირის" საანგარიშო განყოფილების გამგე. 1923 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატში ეკონომისტ-ფინანსისტად. 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში "მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის და ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სისტემაში მავნებლობის" ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 29 დეკემბრის ღამეს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.290

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)

გააზიარე: