Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრეი ლოსკუტოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო შრომის კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში: იყო "ცეკავშირის" საანგარიშო განყოფილების გამგე. 1923 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მუშაობდა საქართველოს სსრ ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატში ეკონომისტ-ფინანსისტად. 1937-1938წწ. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს 1937 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში "მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის და ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სისტემაში მავნებლობის" ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1937 წლის 28 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 29 დეკემბრის ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.290 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |