შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰუსეინ ყული-მამედ ოღლი მამედოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იორმუღანლო, სიღნაღის მაზრა. მიღებული ჰქონდა დაწყებითი საშინაო განათლება. 1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წლიდან იყო მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "ჰუმმეტის" (ენერგია) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. აქტიურად მუშაობდა საქართველოს მუსლიმების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად ჩამოყალიბებულ სხვადასხვა კომისიაში. აირჩიეს იორმუღანლოს თემის თავმჯდომარედ; მისდევდა სოფლის მეურნეობას. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.292 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |