| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ილემი, შოროპანის მაზრა. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი. მუშაობდა ტფილისში ნაფიც ვექილად. თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის პრესაში; იყენებდა ფსევდონიმებს - "კვიმატი"; "მ-ანი, ი.". მეფის რეჟიმის დროს, 1908 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1917 წლიდან - პარტიის დაარსებიდანვე - იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი; პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი. 1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარგზავნილი იყო მოსკოვის "სახელმწიფო თათბირზე" და რუსეთში მცხოვრებ ეროვნებათა ყრილობაზე კიევში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით. იყო იურდიული, სარედაქციო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; იყო დამცველთა (შემდგომში - ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1923 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის "თვითლიკვიდაციის" პროცესს. პოლიტიკური საბაბით იყო დაპატიმრებული 1928 და 1934 წელს, თუმცა ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში აგრძელებდა მუშაობას ადვოკატთა კოლეგიაში. 1937-1938 წლებში დიდი საბჭოთა ტერორის დროს "კონტრრევოლუციონერობის" ბრალდებით დააპატიმრეს თბილისში. 1937 წლის 17 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 18 სექტემბრის ღამეს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.294; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.122 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

